|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლება იწყება

საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროს დაგაწყვეტილებით, საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საბერძნეთში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან, თეოდოსიოს პელეგრინისგან.

ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა.  ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით ბერძნულ მხარესთან მოლაპარაკებებს წლების განმავლობაში აწარმოებდა.

ავტორი: