საბერძნეთის პოლიციამ ქართველები დააკავა
10 მილიონ ევროს აღემატება მრავალწევრიანი დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონახვეჭი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში.
11 დეკემბრის დილის საათებში ათენის პოლიციის განყოფილების ჩრდილო–აღმოსავლეთი რეგიონალური სამსახურის, კერძოდ კი, ამარუსის განყოფილების მიერ ათენის სხვადასხვა რაიონში 15 დამნაშავე დააკავეს – 11 ქართველი მამაკაცი, 2 სომეხი (აქედან ერთი ქალი), ერთი ალბანელი ქალი და ერთი ბერძენი მამაკაცი.
ამათ გარდა, ბრალდებულია და იძებნება ორგანიზაციის კიდევ 14 წევრი, 23 წლიდან 64 წლამდე ასაკის, რომელთაგან 12 საქართველოს მოქალაქეა (აქედან 4 ქალი), 1 – უზბეკეთის (ქალი) და 1 – ყაზახეთის მოქალაქე.
ამ დროისათვის გამოაშკარავებულია 174 სხვადასხვა ბინის ძარცვის ფაქტი, ათენის ჩრდილოეთ და სამხრეთ გარეუბნების სხვადასხვა რაიონებში.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, ბანდა ქართული სქემით იყო ორგანიზებული. ხელმძღვანელი 61 წლის კანონიერი ქურდით, ჯერ კიდევ რუსეთიდან და როგორც ინფორმაციის მიმცემებით, ასევე – უშუალოდ ძარცვების განმახორციელებელი, ძარცვის მიმდინარეობისას – პერიმეტრის დამცველი, ნაძარცვის გამსაღებელი და დამხმარე წევრებით, რომლებიც, ორგანიზაციის თანხებით, თავიანთ სახელზე ქირაობდნენ ბინებს და ყიდულობდნენ ძვირადღირებულ ავტომანქანებს.
არჩევა ხდებოდა შეძლებული მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების, ან კერძო ბინების მონიშვნით, ათენის მდიდრულ უბნებში. მნიშვნელობა ეძლეოდა საავტომობილო მაგისტრალების ახლო მდებარეობას – ძარცვის შემდგომ დანაშაულის ადგილიდან იოლი და სწრაფი გაქრობის მიზნით. ბანდის წევრები ძირითადად იყენებდნენ ძვირადღირებულ ავტომანქანებს, ძლიერი ძრავებით და ჩამუქებული მინებით. ბანდის რომელიმე წევრის აყვანის შემდეგ, ორგანიზაციას მისთვის ჰქონდა გამოყოფილი, როგორც „კანონისმიერი დაცვა“ – ადვოკატის აყვანით, ასევე მისი ოჯახის წევრების შენახვა და მოვლა–პატრონობა, მიუხედავად იმისა, საბერძნეთში იმყოფებოდნენ ისინი, თუ – საქართველოში. ბანდა საერთაშორისო მოქმედების იყო და მისი წევრები ხშირად ევროპის სხვა ქვეყნებშიც მიემგზავრებოდნენ სამოღვაწეოდ.
ჯამში, ამოღებული იქნა 3 მილონამდე ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, 90 ათასამდე ევრო – სხვადასხვა კუპიურებით, 4 პისტოლეტი, ერთი ავტომატი, ერთი „რეპლიკას“ ტიპის ხელის ყუმბარმტყორცნი, 9 ძვირადღირებული ავტომანქანა და ერთი მოტოციკლეტი.
საქმე, კანონის 10–მდე უმძიმესი დარღვევის მუხლით, გადაცემულია ათენის პროკურატურაში, შემდგომი მსვლელობისთვის.
ბერძნული მედიის მიხედვით მოამზადა David Shannow-მ.
ავტორი: