საჩხერეში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
პაოლო იაშვილის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, მუზეუმის შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა.
სახლ-მუზეუმის ხუთი ოთახი დაიყო თემატურ სივრცეებად: პოეტის ბავშვობა და ოჯახი, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიური სივრცე, ცისფერყანწელების დარბაზი და პაოლოს ოთახი.
შეგროვდა და დამუშავდა საარქივო და ფოტომასალა, მოგროვდა შესაბამისი ეპოქის ავეჯი და რელიკვიური ნივთები.
რესტავრირდა ოჯახის ავეჯი, დამონტაჟდა საინფორმაციო სტენდები და ვიდეორგოლები. მნიშვნელოვანია, რომ ექსპოზიციის შექმნისას მაქსიმალურად შენარჩუნდა მამაპაპისეული სახლის ავთენტური სახე.
სამუშაოებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საჩხერის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მოსახლეობა და პოეტის ოჯახი.
სამინისტროს ხელშეწყობითა და ფონდის - „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“ - ორგანიზებით პაოლო იაშვილის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად განხორციელდა პროექტი „პაოლო იაშვილი - „ელენე დარიანის დღიურები“.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა