ქვეყნები, სადაც ძველით ახალი წელი აღინიშნება
საქართველოში 13 იანვრის ღამეს, ძველით ახალი წელს ეგებებიოან. ეს დღესასწაული მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, რაც დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული ”ახალი სტილის” – რომლითაც თანამედროვე ადამიანები ცხოვრობენ.
ამ განსხვავებამ XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. პრაქტიკულად, ევროპის ყველა სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში.
რუსეთში ცვლილება 1918 წლიდან დაიწყო. ვინაიდან თანამედროვე ახალი წელი ემთხვევა მარხვის პერიოდს, იმ ქვეყნებში სადაც მართმადიდებლური ეკლესია იულიუსის კალენდარს იყენებს, მორწმუნე ადამიანებს ძველით ახალი წელი აძლევს საშუალებას, იზეიმონ ახალი წლის დადგომა, როდესაც მარხვა უკვე დასრულებულია.
ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში - სერბია, მონტენეგრო, მაკედონია, ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. მონტენეგროში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.
ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ. რუმინეთში ამ თარიღისათვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.
შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.
2100 წლის 1 მარტიდან იულიუსისა და გრიგორიანულ კალენდრებს შორის განსხვავება გახდება 14 დღე-ღამე. 2101 წლიდან ძველით ახალი წლის აღნიშვნა მოხდება ერთი დღით გვიან.
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი! ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა! წელი სიკეთე-სათნოებისა, მშვიდობისა, ბარაქისა, სიყვარულისა, გამრავლებისა! ღმერთმა დაგლოცოთ კაც-დიაცით, თქვენი შვილებით, აკვნების სიმრავლით, პურ-ღვინის დაძველებით, ზვარ-ყანების სიდიდით, ცხვარ-ძროხის სიმრავლით, კარგი სტუმრითა და ყველა მოკეთით! მრავალ ახალ წელს!
ავტორი: ნიუპრესი