საფეხმავლო ხიდის პროექტისათვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
ქუთაისში საფეხმავლო ხიდის მშენებლობისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მდინარე რიონზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის პროექტისათვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ მიიღო.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვისათვის ქუთაისის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას რამდენიმე მოთხოვნა უნდა დაეკმაყოფილებინა. მას უნდა ჰქონოდა ახალი ხიდების მოწყობის, რეაბილიტაციის, საავტომობილო გზების კვლევის, დაგეგმარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. კომპანიას აღნიშნულ პერიოდში ასევე უნდა ჰქონოდა მინიმუმ ერთი რეალიზებული პროექტი, 1 500 000 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით.
საფეხმავლო ხიდი ხარებისა და წმინდა გიორგის ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღს დაუკავშირდება.
ავტორი: ნიუპრესი