საფიჩხიის სასაფლაოზე ბიუსტები მოიპარეს
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები მოიპარეს. ერთ ღამეში დამნაშავეებმა 10-მდე ბიუსტი წაიღეს, ასევე ამდენივე წასაღებად არის გამზადებული.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ გაზრდილი კრიმინალის ფონზე, საფლავების ძარცვა გახშირებულია, პოლიცია კი ფაქტების აღკვეთას ვერ ახერხებს.
"საფიჩხიის სასაფლაოდან დაიკარგა რამდენიმე ბიუსტი. ესენი ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ქუთაისის ისტორიას. ჩემთვის გასაოცარია, რომ სასაფლაოს დირექციამ ვერ შენიშნა ეს ფაქტი. ვეჭვობ, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი კარგად ორგანიზრებული ძარცვა. პოლიციაში მეუბნებიან - თქვენ დამშვიდდით, დაწყნარდით და ჩვენ მოვძებნით. მე პოსტი მქონდა ამ ბიუსტებზე დადებული, მითხრეს, რომ ეს აიღე, ეს ჩვენ ხელს გვიშლისო", - აცხადებს მადლენ გიორგაძე
ავტორი: ნიუპრესი