|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება

საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

რაც შეეხება 4 მაისის შემდგომ დღეებს,  ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს შეეძლებათ გავიდნენ საფლავზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა