|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ დარეჯან სალდაძე აირჩიეს

 საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარედ დარეჯან სალდაძე აირჩიეს.
ორგანიზაციის ცნობით, ის  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციას  2019 წლის იანვრიდან იკავებდა. 2018 წლის მარტიდან ის  საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
 
დარეჯანი 2021 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დეპარტამენტში მუშაობს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.
 
დარეჯან სალდაძე არის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის დოქტორანტი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის (2017 წელი) და მაგისტრის (2019 წელი) აკადემიური ხარისხი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა