საირმის საკარანტონო ზონიდან ორი პირი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაყვანეს
საირმის საკარანტონო ზონიდან ორი პირი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაყვანეს.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის იმერეთში ოთხ საკარანტონი ზონაში 425 მოქალაქეა მოთავსებული. საჩხერეში 42 მოქალაქე, საირმეში - 188, წყალტუბოს სანატორუმში - 110 და 85 - "წყალტუბო პლაზაში". მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.
მოქალაქეები კარანტინში სხვადახვა ლოკაციიდან შევიდნენ, მათ შორის არიან თვითიზოლაციის დამრღვევი პირები.
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის სამმართველოს მიერ 96 ანალიზია შემოწმებული და ყველა უარყოფოთია. ასევე უარყოფითია საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუშინ აღებული ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხი, მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი