საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობა ევროკავშირის TWINNG პროექტით განხორციელდება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ევროკავშირის ორ წლიან TWINNG პროექტს - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას“ იწყებს. აღნიშნულ საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე TWINNG პროექტის რეგიონალურ კორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ევროკავშირი TWINNG -ის პროექტს საქართველოს პარლამენტში პირველად იწყებს და მისი თქმით, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით კომიტეტისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის გამოცდილება.
პროექტის კორდინატორმა, სიუზან ნოლანმა აღნიშნა, რომ TWINNG-ის პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა ასევე მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ავტორი: ნიუპრესი