|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო მოხელეები გაბრაზებული მოქალაქეების როლში - ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის მერიას ადანაშაულებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი გიგა შუშანია ქალაქის მერს და მერიას ევროკავშირის წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს.

შუშანიას თქმით, ქუთაისში, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან შეხვედრისა და ევროპის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგების დროს, მათ საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, გაბრაზებული მოქალაქეების როლს ასრულებდნენ.

შუშანია ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეები სუსის დავალებას ასრულებენ და ხალხის სასარგებლო საქმის კეთების ნაცვლად, საბოტაჟით არიან დაკავებული.

“მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელია. ის ალბათ სუსისგან იღებდა დავალებებს და იღებდა ამ ყველაფერს,”-ამბობს გიგა შუშანია.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა