|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო რეესტრის ვებგბვერდზე სუბიექტების ანგარიშგების პორტალის ბმული განთავსდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე სუბიექტთა ანგარიშგების პორტალის ბმული -  https://reportal.ge/  განათავსდა. ბიზნესის რეგისტრაციის ბლოკში   -  https://napr.gov.ge/pol   

აღნიშნული პორტალის ბმულის განთავსება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და საჯარო რეესტრის თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა.

დაინტერესებულ პირებს ერთ ელექტრონულ სივრცეში შეუძლიათ, გაეცნონ არა მხოლოდ ბიზნესსუბიექტის შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებულ მონაცემებს, არამედ სუბიექტთა ანგარიშგების პორტალზე განთავსებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

ანგარიშგების პორტალი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტისზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიქმნა და ბიზნესის გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებისათვის აღნიშნულ უწყებასთან თანამშრომლობას აგრძელებს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი