საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება
პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მმართველი გუნდი სწორედ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უმრავლესობა საერთო ჯამში ოთხ კანდიდატურას განიხილავდა.
მოქმედი პოლიტიკოსის ამ პოსტზე შესაძლო დასახელებას უარყოფითად აფასებს საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ერთი თანამდებობა, რომელზეც კანდიდატურა პარლამენტმა უნდა წარადგინოს, სექტემბრიდან ვაკანტურია. წარდგენის ვადა და ამ თვალსაზრისით ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით დადგენილი ნორმა კანონმდებლებმა დაარღვიეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის გამწესება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა უნდა მოხდეს.
ავტორი: ნიუპრესი




11:28
12:35
















