|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოებში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობა შემოდის

საკრებულოებში ახალი თანამდებობა - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შემოდის, რაც ანაზღაურებადი პოსტი იქნება. 
ფრაქციის თავმჯდომარეს  ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე შეიძლება ჰყავდეს ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექში” ხორციელდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა - გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს. 

იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობა ანაზღაურებადია, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას ახდენს. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების და საკრებულოს თანამდებობის პირების არსებული შრომის ანაზღაურების საშუალო მაჩვენებლის გათვალისწინებით, ინიციატივის გავლენის ჯამური ოდენობა თვეში დაახლოებით 87 ათასიდან 282 ათას ლარამდე შეადგენს.

პარლამენტში აღნიშნული ცვლილება ოპოზიციამ გააკრიტიკა. 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი