იზა ჩირგაძე, რომელმაც გუშინ "ქართული ოცნება" ამხილა არჩევნების გაყალბებაში, გააქრეს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
იზა ჩირგაძე, რომელმაც გუშინ "ქართული ოცნება" ამხილა არჩევნების გაყალბებაში, გააქრეს და დღემდე, ამ წუთშიც კი ვერავინ ახერხებს ამ ადამიანთან დაკავშირებას, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც მისი პარტიის წარმომადგენლის, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატის, იმედა კლდიაშვილის დაკავების ფაქტს ეხმიანება.
ჯაფარიძის თქმოთ, სწორედ ჩირგაძის მიმართ განხორციელებულ შანტაჟს უკავშირდება კლდიაშვილის დაკავება. მისივე თქმით, არავის შერჩება ადამიანების დაშინება და ეს პროტესტი გაგრძელდება.
"მან (იმედა კლდიაშვილმა) ჩაიდინა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, აპროტესტებდა ქალბატონი იზა ჩირგაძესთან დაკავშირებულ პრობლემას, რომელმაც გუშინ დღის განმავლობაში ამხელდა "ქართული ოცნებას" არჩევნების გაყალბებაში და შემდეგ მასზე და მის ოჯახზე ხორციელდებოდა წარმოუდგენელი ზეწოლა. დღის მეორე ნახევაში ეს ქალი უბრალოდ, გააქრეს. დღემდე, ამ წუთშიც კი ვერავინ ახერხებს ამ ადამიანთან დაკაშირებას.
ძალაუფლების უზურპირება, გაყალბებული აღჩევნებით და შემდეგ ძალადობა ადამინებზე, შანტაჟი, არ ეგონის რომ შერჩება ვინმეს, პროტესტი გაგრძელდება", - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, ისინი გუშინდელი დღის შემდეგ ვეღარ ახერხებენ იზა ჩირგაძესთან დაკავშირებას და დახმარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ.
ავტორი: ნიუპრესი