|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩევნების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქციას შეუერთდება

 საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას შეუერთდება და  ხალხს სიტყვით მიმართავს. 

როგორც პრეზიდენტი აცხადებს დღეს, პარლამენთან 21:00 საათზე მივა და კიდევ ერთხელ დასვამ ახალი არჩევნების დანიშნის საკითხს,

 

“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად - არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორი: ნიუპრესი