|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა [VIDEO]

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა.

განსახილველ საკითხებს შორის საქართველო -საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა.  
მხარეებმა ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რეგიონული გამოწვევები, ისაუბრეს ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე.
 
სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, ემანუელ მაკრონმა კი, მიწვევა მიიღო.
 
შეხვედრისას საუბარი შეეხო “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების საკითხს, რომელსაც დღეს მოეწერება ხელი და აღინიშნა, რომ ამ დიალოგის სახით საფრანგეთთან თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და მაღალ დონეზე გადავიდა.
 
დეკლარაცია მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;
 
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა