სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად ზეიმობს მისი დამოუკიდებლობის დღეს.
"ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო დღეს, თქვენთან ერთად აღნიშნავს თქვენი დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით წელიწადნახევარია. ერთად აღვნიშნავთ თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა