"მოვიკითხე და მძღოლმა მითხრა, რომ ეს განცხადება მას არ გაუკეთებია"-
"ნიუპრესზე" გასულ მასალას, რომელშიც საუბარი იყო ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპოტზე გაკრულ საარჩევნო პლაკატებზე, გამოხმაურება მოყვა.
#50 სამარშრუტო ხაზის, გადამზიდი კომპანია "მადლი #50"-ის მფლობელი შორენა ამაღლობელი რედაქციას დაუკავშირდა და განმარტა, რომ მის სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლის თქმით, მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ მასალაში არ მიგვითითებია მძღოლის სახელი და გვარი, მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
როგორც შორენა ამაღლობელმა განმარტა, რომ მას ინფორმაცია სხვა პირმა მიაწოდა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მის ხაზზე დასაქმებული მძღოლები მათ მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ყოველთვის საქმის კურსში აყენებენ.
"მე დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ გავრცელდა ინფორაცია, სადაც ჩემს მარშუტკაზე დასაქმებული მძღოლი ამბობდა, რომ არ სურდა პლაკატების გამო გვერდზე გახედვა. მე მოვიკითხე და მძღოლმა მითხრა, რომ ეს განცხადება მას არ გაუკეთებია. ვკითხე რამდენჯერმე, მაგრამ ამას იმეორებს. მე არ მინდა ჩემთან დასაქმებული ადამიანები არასწორ ინფორმაციას მეუბნებოდნენ. რაც შეეხება სამარშუტო ხაზებზე გაკრულ პლაკატებს, ეს არის ჩემი მანქანა და მე გავაკარი პლაკატები იმიტომ, რომ პატივს ვცემ და კარგად ვიცი, როგორი ადამიანი არის გიორგი ჭიღვარია და როგორი ადამიანი არის ირაკლი შენგელია, რომელთა პლაკატებიც არის გაკრული ჩემს ავტომობილებზე. ეს არის ჩემი სურვილით გაკეთებული და ამას რაიმე ზეწოლასთან კავშირი არ აქვს. ვერცერთი ადამიანი მაიძულებს რაიმე ჩემი სურვილის წინააღმდეგ განვათავსო. სხვა კანდიდატების პლაკატები არც გამიკრავს და არც გავაკრავ. ამ ადამიანებს პატივს ვცემ და მათი გაკეთებული საქმეების გამო მოვიქეცი ასე. აქვე მინდა აღვნიშნო ის დამოკიდებულება, რაც დღეს ტრანსპორტის სფეროში არის. არ ხდება დაშანტაჟება და რაიმე ზეწოლა, არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი ყავს ტრანსპორტის განყოფილებას ირაკლი ცხვედიანის სახით. მე მადლობას ვუხდი მათ ამ წესრიგის გამო. დღეს ასე არის და ხვალ რა იქნება, მაგაზე ვერაფერს ვიტყვი",-განაცხადა შორენა ამღლობელმა.
საქმე ეხება დღეს გამოქვეყნებულ მასალას, სადაც მძღოლი ამბობს, რომ "მას გვერდზე გახედვა არ სურდა პლაკატების გამო". ხაზის მფლობელის განცხადებით, მისი სამარშრუტო ხაზი შმშ ბავშვებს ემსახურება და არ სურს მის შესახებ რაიმე უარყოფითად დაიწეროს.
ავტორი: ნიუპრესი