სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ სოციალურად დაუცველ ქალს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ქუთაისში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ თამთა დოლაბერიძეს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა. დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვისქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და გირაოს გარეშე გათავისუფლებას მოითხოვს.
დაკავებულის შვილის თქმით, სოციალურად დაუცველები არიან, გირაოს თანხა არ აქვთ და ამიტომ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
თამთა დოლაბერიძე საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.
გამოძიება 353-ე და 141-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცველებზე თავდასხმას და მეზობლებზე მუქარას გულოსხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა