სამი ძირიღადი კრიტერიუმი, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელის განცხადებით ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად საქართველომ სამი ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმატოფილოს.
ეს კრიტერიუმებია:
- მიაღწია თუ არა საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყარეს: გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობის უფლებების თვალსაზრისით;
- რამდენად მყარია საბაზრო ეკონომიკა და რამდენად თავსებადია იგი ევროკავშირის ეკონომიკებთან;
- შეძლებს თუ არა საქართველო ეფექტიანად აღასრულოს ევროკავშირის წევრობის ვალდებულებები - პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები.
დიპლომატის თქმით, კითხვარზე პასუხების გასაცემად ვადები მკვეთრად შემცირებულია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა