|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს

 სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით პოლიციამ  დააკავა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მისი ადვოკატის, მარიამ პატარიძის თქმით, მანაგაძე იზოლატორში იმყოფება.

მისი ინფორმაციით, ის აქციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც კოსტავას ქუჩაზე, „სტამბას” მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
 
მანაგაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, კერძოდ, 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.
 

ავტორი: