"სამტრედია" ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა
საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონი "სამტრედია" გახდა. უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი ”დინამო არენაზე" გაიმართა.
მასპინძელმა საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედია" მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშთ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. საბოლოო ჯამში "სამტრედიამ" ორმატჩიან დუელში "ჩიხურა" 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმის მიწურულის ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაიტანა. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი