სუპერთასის მფლობელი "სამტრედია" გახდა
26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს. კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გიორგი გურულმა თავით "სამტრედიის" კარში გადაგზავნა და თავისი გუნდი დაააწინაურა.
სამტრედიელებმა გათაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს დავით რაჟამაშვილის გოლით, თუმცა უფრო მეტად ბრალეულობა როინ კვასხვაძეს მიუძღვნის, რომელიც აშკარად შეცდა.
პირველ ტაიმში "ტორპედოელებმა" მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა მანამდე მომხდარი წესების დარღვევის გამო. მეორე ტაიმში კი გოლი უკვე სამტრედიელებმა გაიტანეს. 58-ე წუთზე კვასხვაძე ისევ შეეცადა და საბოლოოდ ბურთი კარში თავით გიორგი ბერიაშვილმა გადაგზავნა.
საბოლოოდ, მატჩი "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი