ხმაური და დაპირისპირება სამტრედიაში - ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ სამტრედიაში. "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" წევრები საოლქო კომისიასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა, როგორც არჩევნებმა, ასევე დარღვევებით მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საოლქოს ოქმებში დისბალანსია და მათ ასეულობით ბიულეტენი, სადაც არჩევანი მათი კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, გაბათილებულია.
აქციის მონაწილეების თქმით, მიღებული შედეგებით, სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნილიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.
აქციაზე სამტრედიაში კახი კალაძის მამის მანქანა გამოჩნდა. იქვე შეიკრიბნენ "ქართული ოცნების" მომხრეები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს.
ავტორი: