სამტრედიაში ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მუქარაში კალაძეებთან დაახლოებული პირი ამოიცნეს
პირი, რომელიც დღეს სამტრედიაში აგრესიულობით გამოირჩეოდა, მათ შორის ჟურნალისტებს თავს დაესხა და ემუქრებოდა, კახა კალაძეს მამასთან კარლო კალაძესთან დაახლოებული პირი გივი მუქერია.
როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი აცხადებს, მათ შეძლეს აღნიშნული პირის ამოცნობა, რომელიც კარლო კალაძის ზონდერ დაჯგუფების ლიდერი და მამა-შვილი კალაძეების ახლო მეგობარია.
პოლიციას ჟურნლისტებზე მოძალადე მუქერია სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჯერ არ ჰყავს. პოლიციის განყოფილებაში ტვ პირველის ჟურნალისტები გამოიკითხნენ.
"ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი არიან აიპ-ის თანამშრომლები და საკრებულოს დეპუტატები და არიან კალაძის მითითებით მოქმედი პირები, ისინი იყვნენ საკმაოდ აგრესიულები, ამ ჯგუფის გაღიზიანება მოჰყვა, როცა ჩვენ ვცდილობდით კალაძის მიმართ დაგვესვა კითხვები. მივეცით ჩვენება პოლციიას, მოვუყევით დეტალურად რა მოხდა ადგილზე", - ამბობს "ტვ პირველის" ჟურნალისტი ელზა ჩუბინიძე.
შემთხვევა სამტრედიაში დილით მოხდა."პირველების" რეპორტიორებზე თავდასხმა კარლო კალაძის დაჯგუფების წევრებმა მას შემდეგ სცადეს, რაც ჟურნალისტებმა ოპოზიციის აქციაზე კარლო კალაძე შეამჩნიეს და მისთვის კითხვების დასმა სურდათ.
კარლო კალაძემ ტერიტორია დატოვა, ხოლო მისი გარემოცვის წევრები შემთხვევის ადგილზე დაბრუნდნენ და ჟურნალისტებზე ზეწოლა და მუქარა განახორციელეს.
ავტორი: