სამტრედიის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა
სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ საახალწლოდ პრემიის სახით 1 722, 50 ლარი მიიღო, მისმა პირველმა მოადგილემ 1 137 ლარი, მეორემ - 1 072, 50 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარემ - 1 373 ლარი მიიღო, მოადგილემ 1040 ლარი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ სულ 93 216 ლარის პრემია გაიცა. პრემია მერიასა და საკრებულოში 191 თანამშრომელმა მიიღო.
მერიაში დასაქმებული 128 შტატიან თანამშრომელზე 55 607, 50 ლარი გაიცა, ხელშეკურულებით აყვანილ 26 თანამშრომელზე - 13 702 ლარი. სამხედრო სამსახურში დასაქმებულმა 9 თანამშრომელმა 3 705 ლარის პრემია მიიღო.
საკრებულოში 25 შტატიანმა თანაამშრომელმა 19 370 ლარი მიიღო, ხელშეკრულებით აყვანილ სამ თანამშრომელზე 832 ლარი გაიცა.
სამტრედიის მერიაში გასულ წელს პრემია სააღდგომოდაც გაიცა. ჯამში, 2017 წელს მუნიციპალიტეტში პრემიისათვის 169 954, 50 ლარი გამოიყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი