"საოკუპაციო ხაზმა მთავარი არხის ტერიტორიაზე გადმოიწია" -ქუთაისში ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია გაიმართა
"თავისუფლება ნიკა გვარამიას" "მედია ყოველთვის მოიგებს"- ამ მოწოდებით გაიმართა აქცია ქუთაისში. მედიის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნიკა გვამარმოას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას და "მთავარ არხს".
მათ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ეს არის თავისუფალი სიტყვის დევნა.
და ეს გადაწყვეტილება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროინტეგრაციისაგან.
"ჩემთვის ეს არის მცოცავი ოკუპავიის გაგრძელება. ისეთი განცდა მაქვს, რომ საოკუპაციო ხაზმა მთავარი არხის ტერიტორიაზე გადმოიწია. ხელისუფლებამ დღეს გვითრა, ვინც პუტინის საწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, ყველას ასე მოექცევა. ის რომ ხელისუფლებას ევროინტეგრაცია არ ანაღვლებს, ეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, პირიქით, შესაძლოა ეს ნაბიჯიც იმიტომ გადადგა, ევროპამ გვითრას, რომ ასეთ ქვეყანას მის რიგებში ვერ მიიღებს", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ია იაშვილმა
ავტორი: ნიუპრესი