|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპატრიარქოში ნარკოტიკებთან და აზარტულ თანაშებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს

საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები განიხილეს - ამის შესახებ ინფორმაციას .საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.

„20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა. გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო“, – ნათქვამიასაპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა