|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები"-ირაკლი კობახიძე

შეიძლება ითქვას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ირაკლი  კობახიძემ აღნიშნული არჩევნები ნეგატიურად შეაფასა და მიზეზებზე ისაუბრა.

"შეიძლება ითქვას, საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები 2012 წლის შემდეგ. იყო უაღრესად აგრესიული კამპანია, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო. ამას ჰქონდა სხვადასხვა მიზეზი. მთავარი მიზეზი ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური გარემო ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად პოლარიზებულია. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ჯერ კიდევ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, ვფიქრობდით, რომ არასწორი იყო საპარლამენტო სისტემაში პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა. იმ პირობებში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატებს არ აქვთ საარჩევნო პროგრამები, საარჩევნო კამპანია მთლიანადაა ორიენტირებული პერსონალურ თავდასხმებსა და აგრესიაზე. ამიტომ დიდწილად მოსალოდნელი იყო ასეთი სახით კამპანიის წარმართვა.

ზოგადად იყო მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაშიც ბრალი აქვს სხვადასხვა მხარეს. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ეს ზოგადი გარემო შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რა კუთხითაც დიდი პროგრესი იგრძნობა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა