საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში-SEPA-ში გაწევრიანდება
                                                                                                                                                         
                
საქართველოს SEPA-ში გაწევრიანების საკითხზე, პარლამენტში,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მაკა ბოჭორიშვილმა  ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ეროვნული ბანკის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. 
"ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA-ში) საქართველოს გაწევრიანება მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის", - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, ევროზონაში საბანკო გადარიცხვები გამარტივდება და გაიაფდება, რაც სასარგებლოა, როგორც ბიზნესისთვის ასევე მოქალაქეებისთვის.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,  მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სასურველია, საქართველომ  SEPA-ში   გასაწევრიანებლად განაცხადისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დაასრულოს და მომზადდეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც SEPA-ს კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. 
შეხვედრაზე ისაუბრეს SEPA-ს გეოგრაფიულ სივრცეში გაწევრიანებისთვის  აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაზე. კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის დროულ წარმართვას.
ავტორი:
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















