|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 421 418 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ბოლო 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 32 421 418 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 35%-ით აღემატება.

2016 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 74,6 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის მატება აღინიშნება როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 154% (3 852 245), უკრაინა - 61% (3 457 028), დიდი ბრიტანეთი - 60% (67 522), ბელარუსი - 51% (789 876), პოლონეთი - 47% (1 633 514), ესტონეთი - 43% (485 688), ყირგიზეთი - 39% (163 966), რუსეთი - 36% (17 056 936), გერმანია - 18% (223 862), იაპონია - 20% (134 808), აშშ - 5% (191 086), ლატვია 1% (841098) და სხვა.

„ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (17 056 936), ჩინეთი (3 852 245), უკრაინა (3 457 028), ყაზახეთი (2 535 163) და პოლონეთი (1 633 514). მსოფლიოს 16 ქვეყანაში ასევე ექსპორტირებულია 6 016 653 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 34%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 13,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ს აღწევს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 126 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 9 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 99,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 26,5% შეადგინა.

(R)

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა