საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს
საქართველომ შესაძლოა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს. ამის შესახებ The Irish Times წერს. გამოცემის ცნობით, ირლანდიაში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა იზრდება, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ საქართველოსთვისაც.
თუ საქართველო მიგრაციის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა, ქვეყანამ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაკარგოს.
მათივე ინფორმაციით, ირლანდიაში მხოლოდ ამ წელს თავშესაფარი 1 100-ზე მეტმა ქართველმა მოითხოვა.
გამოცემა ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი არა კონფლიქტი ან მათი პოლიტიკური დევნა, არამედ სიღარიბეა.
ავტორი: