საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში, რომელოც ქუთაისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა
საქართველოს დიდი ათის ნახევარფინალი რაგბიში რომელოც ქუთაისში უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიზეზი მსაჯების პროტესტი აღმოჩნდა.
მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის "აია" და ბოლნისის "ყოჩები " უნდა დაპირისპირებოდნენ, თუმცა მსაჯები არ გამოცხადდნენ. როგორც ირკვევა პროტესტი ერთ-ერთ თამაშზე მომხდარი ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც მსაჯს "ყოჩების" მორაგბემ შეურაცხყოფა მიაყენა.
მორაგბეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა, თუმცა მას ორი თამაშის შემდეგ მოედანზე გასვლის უფლება მიეცა.
ბოლნისის "ყოჩების" წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ მორაგბეს დისკვალიფიკაცია ნამდვილად შეუმსუბუქეს, თუმცა გაუგებარია, ეს რატომ გახდა მსაჯების პროტესტის მიზეზი.
მისი თქმით, მომხდარს რაგბის გამგეობა იძიებს. ამ დროითვის უცნობია, როდისთვის გადაიდო თამაში. არსებული ინფორმაციით, თამაშიც ბათუმშიც გადაიდო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი