"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა „კულტურის სტრატეგია 2025" (R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის წევრი თამაზ ჯაფარიძეც დაესწრო, რომელმაც 2020 წლამდე კულტურის სფეროში განსახორცილებელ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა. „თქვენ საზოგადოების ის ნაწილი ხართ, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები წლების განმავლობაში ჩრდილში იყვნენ და სახელმწიფო მათზე ყველაზე ნაკლებად ზრუნავდა, უფრო მეტიც, 2012 წლამდე კუტურის სფერო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული. ყველასათვის ცნობილია, რომ კულტურის არაერთი მუშაკი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სააკაშვილის ხელისუფლებისგან იდევნებოდა. დღეს ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეცლილია. სწორედ ესაა ჩვენი ხელისუფლების ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე დიდი მონაპოვარი“-აღნიშნა შეხვედრაზე ისოებ მაკრახიძემ. დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის, თემრუ ხუბულურის თქმით, 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება კულტურის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებს და ამოცანებს კულტურის სექტორში. „საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდა. გაიზარდა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურება, მიმდინარეობს პროფესიული პროგრამების დაფინანსება, უზრუნველყოფილია სასწავლებლების სტუდენტების უცხოეთში გაგზავნა“,- აღნიშნა ხუბულურმა.
ავტორი: ნიუპრესი