საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელება იგეგმება. ცვლილებებს საფუძვლად უდევს საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილება. ახლა ამ ცვლილებების ორგანულ კანონში ასახვა იგეგმება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის დაშვებას, ორმაგი მოქალაქეობის რეგულირების მოდელის განსაზღვრას, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესს და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილებს ეხება.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში და ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი