|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მთავრობა საერთოდ არ აღიარებს კორუფციის პრობლემის არსებობას -გამჭვირვალობა

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ ქვეყანაში ძლიერდება კორუფცია. კონკრეტულად, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ორი ტიპის შემთხვევაზე — მაღალი დონის კორუფციასა და სახელმწიფოს მიტაცებაზე.

TI-ს საუბრობს იმ შემთხვევებზე, როცა სახელმწიფო ინსტიტუციები ანგარიშვალდებული არიან წინაშე, არამედ გარეშე პირების კერძო ინტერესების სამსახურში დგანან. გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მაღალი თანამდებობის პირების ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი ადამიანების კორუფციული შინაარსის დარღვევებში მონაწილეობაზე.

"ქვეყანაში არსებული კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევს კორუფციის ამ გამოვლინებებს. მეტიც, საქართველოს მთავრობა საერთოდ არ აღიარებს კორუფციის პრობლემის არსებობას და, შესაბამისად, არ არსებობს პოლიტიკური ნება ქმედითი ანტიკორუფციული რეფორმების გასატარებლად.  ასე გაგრძელების შემთხვევაში, კორუფციის დონის მატებას უნდა ველოდოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო დიდი ფინანსური ზარალი მიადგება ქვეყანას, სულ უფრო მეტად შეილახება ადამიანის უფლებები და სულ უფრო მეტი წინაღობა შეექმნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

კორუფციის რისკების თავიდან ასაცილებლად TI ხელისუფლებას შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობს:

შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;
უზრუნველყოს პროკურატურის დამოუკიდებლობა;
გადადგას რეალური ნაბიჯები სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციისთვის კორუფციის დაძლევა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, "ამ დღეს ჩვენი ქვეყანა თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება".

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა