15, 16 და 17 ივნისს ბათუმის მიმართულებით სამგზავრო მატარებლები დამატებით დაინიშნება
„საქართველოს რკინიგზა“ 15; 16 და 17 ივნისს თბილისიდან -ბათუმის და ბათუმიდან- თბილისის მიმართულებით სამგზავრო მატარებლებს კიდევ ამატებს.
ამერიკული ჯგუფის „Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე ბილეთები სრულად იქნა შეძენილი. „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით, დაემატა სამგზავრო მატარებლები, რომლის ბილეთებიც ასევე მოკლე დროში გაიყიდა. „საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზვრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, თბილისიდან სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებსაც გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
|
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და Biletebi.ge მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
ავტორი: ნიუპრესი