საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა
ქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, 11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით №852/851 მატარებლით გადაიყვანს.
თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში, რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 33.04%
გაუარესდა - 53.91%
არ შეცვლილა - 13.04%
სულ - 115 ხმა