საქართველოს რკინიგზა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სს საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველი"-ს საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება.
"პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2"-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, შესასყიდად მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 450 დღის ვადაში. ტენდერი ორი წლის მარაგს ითვალისწინებს. პროდუქციის მოწოდება გეგმის მიხედვით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, რელსების ჯამური რაოდენობის 65% კომპანიას რკინიგზისთვის უკვე მოწოდებული აქვს. მომწოდებელ კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებას ვერ ასრულებს, საქართველოს რკინიგზაში არ გაუკეთებია. ასეც რომ მოხდეს და მომწოდებელმა კომპანიამ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები, ამოქმედდება საბანკო გარანტია და გამოცხადდება ახალი ტენდერი. კომპანიაში არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა