საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს
საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს.
ქოლ ცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს.
ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები - ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო. რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა