საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ისტორიულ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატზემისი მოწინააღმდეგე თურქეთის ნაკრები იქნება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
მატჩი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება.
ორივე გუნდს აქვს დანაკლისი. საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ამხანაგურ მატჩში მონტენეგროსთან კუნთის ტრავმა მიიღო. მწვრთნელი ვილი სანიოლი იმედოვნებს, რომ ოთარი გუნდს მომდევნო მატჩისთვის, ჩეხეთთან სათამაშოდ დაუბრუნდება.
საქართველოს ნაკრებს დოტმუნდში 15 ათასი ადამიანი უგულშემატკივრებს, თურქი ფანების რიცხვი ადგილზე 45 ათასია.
ავტორი: ნიუპრესი