საქართველოს " All-Star "-ის გამარჯვებული ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძეა (ვიდეო)
23 იანვარს, საქართველოს სუპერლიგის “ყველა ვარსკვლავთა” მატჩი გაიმართა, სადაც ქუთაისელმა გიორგი ბარბაქაძემ გამარჯვება მოიპოვა. წელს გუნდები რეგიონების და თბილისის წარმომადგენლებად დაიყო. ამ გუნდების სასტარტო ხუთეულების შერჩევა მაყურებელზე იყო დამოკიდებული, დანარჩენი 7-7 მოთამაშე კი მწვრთვნელებმა აარჩიეს. თბილისის გუნდის მწვრთვნელი დავით უსტიაშვილი იყო, ხოლო რეგიონების წარმომადგენელი გუნდის -კოტე ტუღუში.
რეგიონის გუნდიდან 4-მა ქუთაისელმა, გიორგი ბარბაქაძემ, ზაურ ფაშაევმა, ანატოლი ბოისამ და ლევან ცეკვავამ მიიღო მონაწილეობა. რეგიონის გუნდიდან ყველაზე მეტი ხმა ზაურ ფაშაევს ერგო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა