|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნა იგეგმება

G&T-ის ტურიზმის კვლევის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ბათუმსა და თბილისში კაზინოების ბიზნესი სწრაფად განვითარდა. კვლევის თანახმად, ბათუმში 10 კაზინოა და კიდევ ხუთის გახსნა იგეგმება. კვლევის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორი ის არის, რომ მეზობელ ქვეყნებში კაზინოები ან აკრძალულია, ან მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. მხოლოდ აჭარაში 2016 წელს კაზინოების ვიზიტორების 76% უცხოელი იყო.

2018-2020 წლებში კი საქართველოში დამატებით 9 კაზინოს გახსნაა დაგეგმილი: სამი თბილისში, 1 კურორტ გოდერძიზე, 5 კი ბათუმში.

 

imedinews.ge

ავტორი: ნიუპრესი