საქართველოში დაქირავებულთა საშუალო ხელფასი 1069,1 ლარია
2017 წლის მესამე კვარტლის მიხედვით, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1069,1 ლარია - ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემები.
საქსტატის ინფორმაციით, საშუალოდ, ყველაზე მაღალი თვიური ანაზღაურება - 1999,5 ლარი სამშენებლო სფეროშია, რასაც მოსდევს საფინანსო საქმიანობის სფერო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 1861,3 ლარია. ხელფასის ოდენობის მიხედვით კი მესამე პოზიცია სამთომოპოვებითმა მრეწველობამ დაიკავა, რადგან სფეროში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურებას 1337,7 ლარი შეადგენს.
რაც შეეხება ყველაზე მცირე ანაზღაურების მქონე სფეროებს, მათი ჩამონათვალი ასეთია: განათლება - 565,7 ლარი; სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 742,9 ლარი; თევზჭერა, მეთევზეობა - 780,7 ლარი.
allnews.ge
ავტორი: ნიუპრესი