საქართველოში ფულადი გზავნილების ოდენობა შემცირდა
საქართველოს ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული უცხოეთიდან ფულად გზავნილებზე.
გზავნილების მხრივ ლიდერ პოზიციას რუსეთი ინარჩუნებს. თუმცა ეს მონაცემი 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი დოლარით, ანუ 39%-ით შემცირდა. ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი - 1 დოლართან მიმართებაში, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, რაც ხაზს უსვამს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, იტალიიდან გზავნილებმა121 -დან 109 მილიონამდე დაიკლო. ხოლო აშშ-დან ფულადი გზავლინების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. მკვეთრად იკლო საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით, თითქმის განახვრდა 205 -მილიონიდან 117 -მდე ჩამოვიდა. 1%-ით არის გაზრდილი თურქეთიდან გამოგზავნილი თანხები და 69 მილიონ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მას 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიოანი) განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი, ის თითქმის 40%-ს უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის.
კვლევა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ მომზადდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი