მოიკლო თუ მოიმატა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებმა - საქსტატი
2025 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 12.8 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის ცნობით, ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1-პროცენტიანი მატებით, რაც 9.11 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ამასთან , წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 2.0 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3-პროცენტიანი კლებით, რამაც - 4.08 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში, აღნიშნული სავარაუდოდ, ფასის სეზონურ ცვლილებას უკავშირდება.
ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 პროცენტით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, - 4.11 და 7.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ავტორი: