საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 5-დან მინუს 8 გრადუსამდე დაეცეს. მოსალოდნელია ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან და მაღალმთიან რაიონში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი სამცხე ჯავახეთში, ბაკურიანსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 10-დან მინუს 12 გრადუსს მიაღწევს, ხოლო გუდაური-კობის მიმართულბით მინუს 15-დან მინუს 17 გრადუსამდე ყინვა იქნება.
ჰაერის ტემპერატურა მთელი საქართველოს მასშტაბით 6 იანვრიდან მოიმატებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა