საქართველოში IRI - ის დამკვირვებლები ჩამოვიდნენ
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ.
მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.
28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს. ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები. მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ავტორი: ნიუპრესი