|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626,  შიდა ქართლი - 257.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 704 საიდანაც: 7 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან იმერეთში - 1 036. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 482 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, 3 555 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 47 016 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 79 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 063 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 989, პირი, აჭარაში - 7 875, იმერეთში - 5 115.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 590 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი